Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანმა ჩელსის ტომორის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება ამცნო

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ანტონიო ვიტიელოს ინფორმაციით, ბოლო საათებში მილანსა და ჩელსის შორის ფიკაიო ტომორის თაობაზე ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.

წყაროს ინფორმაციით, იმის მიუხედავად, რომ ლურჯებმა ფეხბურთელის ფასის დაკლება არ ისურვეს, მილანი მზად არის ინგლისელი ცენტრალური მცველი 28 მილიონი ევროს სანაცვლოდ გამოისყიდოს და ამის შესახებ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულს უკვე აცნობა.

წყაროს ინფორმაციით, მომდევნო კვირას მილანში ჩელსის ორი ფეხბურთელის: ფიკაიო ტომორისა და ოლივიე ჟირუს ტრანსფერო გაოფიციალურდება.

გათიშვა