Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანმა ძანიოლოსთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა

მილანი ნიკოლო ძანიოლოს ტრანსფერზე მუშაობას განაგრძობს და იტალიური მედიის ცნობით, როსონერიმ ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა.

ნიკოლო სკირას ინფორმაციით, მილანში გადასვლის შემთხვევაში, ნიკოლო როსონერისთან 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, მისი წლიური გასამრჯელო კი 3.5 მილიონი ევრო იქნება, რასაც გარკვეული ბონუსები დაემატება.

მოლაპარაკებები გრძელდება გუნდებს შორის. რომა ნიკოლოს სანაცვლოდ მინიმუმ 30 მილიონს ითხოვს, მილანი კი მისი იჯარით გაფორმებაზე მუშაობს, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით, რაც გარკვეული პუნქტების შესრულების შემთხვევაში სავალდებულო გახდება.