Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანმა ხამესზე უარი თქვა

იტალიური მედიის ინფორმაციით, მილანმა ევერტონის კოლუმბიელი ფეხბურთელის ხამეს როდრიგესის ტრანსფერზე უარი თქვა.

29 წლის ფეხბურთელის სახელი როსონერის რამდენიმე დღის წინ დაუკავშირეს და მას როსონერის რიგებში ჰაკან ჩალჰანოღლუ უნდა შეეცვალა, მაგრამ PianetaMilan-ის ინფორმაციით, მხარეებმა პირად კონტრაქტზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

წყაროს ცნობით, როდრიგესი მინიმუმ 3-წლიან კონტრაქტს და ხელფასის სახით სეზონში 6 მილიონ ევროს ითხოვდა, სწორედ იმდენს, რამდენსაც ჩალჰანოღლუ, რის დაკმაყოფილებასაც როსონერი არ აპირებს.