Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანმა ხამესის გაფორმება გადაიფიქრა

გასული დღეების განმავლობაში ევერტონის შემტევი ნახევარმცველი ხამეს როდრიგესი მილანს არაერთხელ დაუკავშირეს და როსონერი კოლუმბიელი ფეხბურთელის გაფორმებას სერიოზულად ფიქრობდა, თუმცა Corriere dello Sport-ის ცნობით, როსონერიმ 29 წლის ფეხბურთელის ტრანსფერზე მუშაობა შეწყვიტა.

წყაროს ინფორმაციით, ამას ორი მიზეზი აქვს. პირველი მისი ხელფასი გახლავთ. ხამესი ევერტონში სეზონში 7 მილიონს იღებს და ის დათანხმდა, რომ მილანში გადასასვლელად წლიური გასამრჯელო 5 მილიონამდე შეემცირებინა, თუმცა როსონერისთვის ესეც ზედმეტად მაღალი აღმოჩნდა, რადგან მათ დაწესებულ სახელფასო ჭერზე – 4 მილიონ ევროზე მეტის გადახდა არ სურთ.

მერე და უმთავრესი მიზეზი კი ფეხბურთელის ტრავმიანობაა. ბოლო წლებში ხამესს მიკრო დაზიანებების გამო არაერთი მატჩის გამოტოვება მოუწია, მილანი კი რისკზე წასვლას არ აპირებს და სხვა ვარიანტებზე გადართვას გეგმავს.