Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანმა ხამესის ტრანსფერზე შეათანხმა ?

რამდენიმე წყაროს ინფორამციით, მილანი ხამეს როდრიგესის ტრანსფერზე კულისებს მიღმა მუშაობას განაგრძობდა და ფეხბურთელის ტრანსფერი უკვე შეთანხმებული აქვს.

ევერტონიდან კარლო ანჩელოტის შემდეგ, კოლუმბიელმა ფეხბურთელმა გუნდის დატოვების სურვილი ღიად გამოთქვა და მისი აგენტი ჟორჟე მენდეში მისთვის ახალი გუნდის პორვნას აქტიურად ცდილობდა, ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი კი სწორედ მილანი იყო.

ESPN-ის ჟურნალისტის ვიტო დე პალმას ინფორმაციით, მილანი ხამესის ტრანსფერს სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს, 31 აგვისტოს გააოფიციალურებს.

Calciomercato-ს ჟურნალისტმა დანიელე ლონგომ კი თავის მხრივ ეს ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ ხამეს როდრიგესი მილანის გეგმებში არ შედის და ESPN-ის გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სულ რამდენიმე საათი რჩება და იმას, თუ რომელი მათგანია მართალი, ძალიან მალე გავიგებთ…