Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანმა ჰაუგეს და კრუნიჩის სანაცვლოდ მიღებული წინადადებები უარით გაისტუმრა

Tuttosport-ის ინფორამციით, მილანმა ბოლო დღეების განმავლობაში ჰაუგეს და კრუნიჩის სანაცვლოდ არაერთი წინადადება მიიღო, თუმცა ყველა მათგანი უარით გაისტუმრა.

წყაროს ინფორმაციით, იენს პეტერ ჰაუგეს გაფორმება იჯარის წესით რამდენიმე ბუნდესლიგის გუნდს სურდა, მათ შორის ყველაზე მეტად ლევერკუზენი აქტიურობდა.

კრუნიჩის ტრანსფერზე კი მილანს ტორინომ, ფიორენტინამ, ჯენოამ და ბოლონიამ მიმართეს, თუმცა როგორც ჩანს 27 წლის ბოსნიელი პიოლის გეგმებში შედის და მასთან განშორებას მინიმუმ სეზონის ბოლომდე არ აპირებენ.