Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანმა 195 მილიონი ევრო იზარალა

როსონერიმ ფინანსური წლის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ირკვევა, რომ გუნდმა პანდემიის გამო 195 მილიონი ევრო იზარალა, რაც მილანის ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

რამდენიმე დღის წინ მოგახსენეთ, რომ რომამ პანდემიის გამო 204 მილიონი ევრო დაკარგა და უკეთესი სიტუაცია სერია ა-ს არც დანარჩენ გრანდებს აქვთ. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა თანხა დაკარგეს ინტერმა და იუვენტუსმა, თუმცა სავარაუდოდ ყველაზე დიდი ზარალი პანდემიის გამო ტურინელებმა ნახეს.