Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანმა 3 ამხანაგური მატჩი ჩანიშნა

როსონერი Milanello-ზე მომდევნო სეზონისთვის უკვე ემზადება და სტეფანო პიოლის და მის გუნდს წინ რამდენიმე ამხანაგური შეხვედრა ელოდებათ.

17 ივლისს როსონერი იტალიურ გუნდს პრო სესტოს დაუპირისპირდება, 31 ივლისს მათი მეტოქე ფრანგული ნიცა იქნება, 14 აგვისტოს კი მილანს ბერძნული პანათინაიკოსის წინააღმდეგ მოუწევს თამაში.

ამის გარდა, მილანი მოლაპარაკებებს ვალენსიასთან და კიევის დინამოსთან აწარმოებს, მაგრამ ჯერჯერობით ამ მატჩების გამართვის თარიღი უცნობია.