Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანმა Casa Milan-ის შენობა გაყიდა

Calcio e Finanza-ს ინფორმაციით, Casa Milan-ის ყიდვიდან 10 თვის შემდეგ, მილანმა შენობის გაყიდვა გადაწყვიტა.

წყაროს ინფორმაციით შენობა, რომელშიც მილანის მუზეუმი, გუნდის ოფიციალური მაღაზია, ბილეთების ოფისი და გუნდის სათაო ოფისია განთავსებული, უძრავი ქონების სააგენტო Sector One-მ იყიდა, რომელიც თავის მხრივ RE Fund-ის საკუთრებაშია.

წყაროს ცნობით, შენობაში განთავსებული ყველა ობიექტი მუშაობას ჩვეულებრივად გააგრძელებს. მილანის ხელმძღვანელობამ, რომელმაც აღნიშნული შენობა თითქმის ერთი წლის წინ 42 მილიონად შეისყიდა, მისი გაყიდვით 20 მილიონი ევრო გამოიმუშავა.