Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანსა და იუვეს შორის ამხანაგური მატჩი ჩაიშალა

მილანი და იუვენტუსი მომდევნო სეზონისთვის აქტიურად ემზადებიან და გუნდებს 24 ივლისს ამხანაგური მატჩი უნდა ჩაეტარებინათ, თუმცა MilanNews-ის ინფორმაციით შეხვედრა აღარ გაიმართება.

წყაროს ინფორმაციით, გუნდებს მატჩის ორგანიზებასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემა შეექმნათ, რის გამოც შეხვედრის ჩატარებაზე უარი თქვეს.

იუვენტუსი 31 ივლისს მონცას დაუპირისპირდება და ჯერჯერობით ტურინელების ერთადერთი დაგეგმილი მატჩი ეს გახლავთ, როსონერის კი წინ ნიცასთამ, ვალენსიასთან და მადრიდის რეალთან მოუწევს მატჩების გამართვა.