Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანსა და კესის შეთანხმებამდე 2 მილიონი აშორებთ…

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდამდე სულ რამდენიმე დღე რჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ ფეხბურთელებს, რომელთა მიმდინარე კონტრაქტები გუნდებთან სეზონის ბოლოს იწურება, ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეებთან მოლაპარაკებების წარმოება თავიანთი ახლანდელი გუნდების თანხმობის გარეშე შეეძლებათ.

ერთ-ერთი ასეთი ფრანკ კესია, რომელიც მილანთან შეთანხმებას ვერ ახერხებს და მისი გაფორმებით დაინტერესებული გუნდების რაოდენობის გათვალისწინებით, როსონერის კოტ-დიუვარელი ფეხბურთელის დათანხმება ახლა უფრო გაუჭირდება.

Calciomercato-ს ცნობით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები კვლავ ჩიხშია შესული და უკვე დიდი ხანია, არანაირი წინსვლა არ იგრძნობა. მილანი კესის წლიურად 6 მილიონს სთავაზობს, რასაც ბონუსების სახით კიდევ 0.5 მილიონი დაემატება, კესის აგენტი კი გარანტირებულ 8 მილიონს ითხოვს და რთული წარმოსადგენია, რომ იტალიური გრანდის ხელმძღვანელობა ამ თანხის გადახდას დათანხმდეს…