Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანსა და ხეტაფეს შორის მოლაპარაკებები საბოლოოდ შეწყდა

ესპანური წყაროების ინფორმაციით, მილანმა და ხეტაფემ სამუ კასტილეხოს ტრანსფერის ფორმულაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და მოლაპარაკებები გუნდებს შორის საბოლოოდ შეჩერდა.

Marca-ს ცნობით, ესპანურ გუნდს როსონერის გარემარბის გაფორმება 1-წლიანი იჯარით სურდა, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით, მალდინის კი ფეხბურთელის გაყიდვა და მის სანაცვლოდ 7-8 მილიონის მიღება ახლავე სურს და როსონერის სხვა მსურველის ძებნა მოუწევს.

კასტილეხოს ტრანსფერით კიდევ რამდენიმე ესპანური გუნდია დაინტერესებული, თუმცა თითოეული მათგანი ფეხბურთელის იჯარით გაფორმებას გეგმავენ და მილანის მოთხოვნილი თანხის გადახდას ჯერჯერობით არავინ არ აპირებს.