Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანს ატალანტას მცველი სურს

ლუკას პაკეტას გაყიდვის შემდეგ, როსონერი მიღებულ თანხას დიდი ალბათობით ცენტრალური მცველის შეძენას მოახმარს.

MilanNews-ის ინფორმაციით, ბოლონიას ტომიასუს და შალკეს ნასტასიჩს კიდევ ერთი სახელი, 27 წლის ბერატ დჯიმსიტი შეემატა.

გამოცემის ინფორმაციით, შვეიცარიელი ფეხბურთელის წარმომადგენლებს მილანი უკვე დაუკავშირდა და მათი ინტერესის შესახებ შეატყობინა. ატალანტა ფეხბურთელს 15 მილიონ ევროდ აფასებს.