Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანს ‘ახალი ნეიმარი’ სურს

Calciomercato-ს ინფორმაციით, მილანს სევილიას საკუთრებაში მყოფი 20 წლის ფეხბურთელის ბრაიან გილის გაფორმება სურს.

ახალგაზრდა ესპანელი ფეხბურთელი, რომელსაც ‘ახალ ნეიმარად’ მოიხსენიებენ, ბარსელონას ინტერესთა სფეროშიც მოექცა და როსონერის მისი გაფორმებისთვის საკმაოდ დიდი წინაღობის გადალახვა მოუწევს.

წყაროს ინფორმაციით, სევილია ფეხბურთელის სანაცვლოდ 15-20 მილიონ ევროს მოითხოვს, რისი გადახდაც მილანს ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შემთხვევაში არ უნდა გაუჭირდეს.

გათიშვა