Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანს ახალი წლიდან რამდენიმე ფეხბურთელი უბრუნდება

სერია ა-ს გუნდები საშობაო პაუზის დროს ტრავმირებული ფეხბურთელების მწყობრში დაბრუნებას ეცდებიან და ამ მხრივ მილანის ლაზარეთიდან საკმაოდ კარგი სიახლე ვრცელდება.

Corriere della Sera-ს ინფორმაციით, სტეფანო პიოლის განკარგულებაში ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რაფაელ ლეაო, დავიდე კალაბრია და ანტე რებიჩი დაუბრუნდებიან.

ეს ყველაფერი მილანისთვის ორმაგად კარგი სიახლეა, რადგან გუნდი ახალი წლიდან აფრიკის თასის გამო საკმაოდ მნიშვნელოვანი ფეხბურთელების გარეშე მოუწევს ფონს გასვლა, მათ ახალ წელს პირველი მატჩის ჩატარება რომას წინააღმდეგ მოუწევთ.