Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანს ბაკაიოკოს ტრანსფერში იუვეს სახით კონკურენტი გამოუჩნდა

იტალიურ მედიაში ჩელსის ნახევარმცველის ტიემუ ბაკაიოკოს მილანში შესაძლო დაბრუნების შესახებ, სადაც მან ერთი სეზონი იჯარით გაატარა, ხმები არ წყდება, თუმცა სერია ა-ში ფრანგ ნახევარმცველს კიდევ ერთი მსურველი ჰყავს.

Tuttosport-ის ინფორმაციით, ალეგრის იუვენტუსის ნახევარდაცვის გადახალისება სურს და ლოკატელი-პიანიჩის დუეტის გარდა, კიდევ ერთი ფეხბურთელის დამატება სურს.

წყაროს ცნობით, რამდენიმე დღის წინ ბიანკონერიმ ჩელსიდან ფეხბურთელის შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა და სავარაუდოდ უახლოეს კვირეებში ლურჯებთან მოლაპარაკებებსაც წამოიწყებს…