Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანს ბაკაიოკო სურს, თუმცა…

როსონერი ტიემუ ბაკაიოკოს ტრანსფერზეა კონცენტრირებული და ფეხბურთელის გუნდში დაბრუნებას ყველა ხერხით ცდილობს.

ლუკას ბილიას გუნდიდან წასვლის შემდეგ, დიავოლოს ცენტრალური ზონის გაძლიერება სჭირდება და მათთვის 26 წლის ფრანგი ფეხბურთელი მთავარი სატრანსფერო სამიზნეა.

ბაკაიოკომ მილანში დაბრუნების სურვილი არაერთხელ დააფიქსირა, თუმცა ჩელსი და როსონერი ტრანსფერის ფორმულაზე ვერ თანხმდებიან.

ლურჯები ფეხბურთელის იჯარით გაშვებაზე თანახმა არიან, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მილანს 30 მილიონად მისი გამოსყიდვის ვალდებულება დაეკისრება.

მილანს ფეხბურთელის იჯარის წესით აყვანა მართლაც სურს, თუმცა გამოსყიდვის ვალდებულებით – არა. როსონერის უნდა, რომ გამოსყიდვა მათი სურვილის შემთხვევაში მოხდეს და სავალდებულო არ იყოს.

Leave a Reply

Your email address will not be published.