Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანს ბელოტის ტრანსფერში კონკურენტი გამოაკლდა

მილანის ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნე ზაფხულში ტორინოს კაპიტანი ანდრეა ბელოტი იქნებ. ფეხბურთელის სახელი რამდენიმე ინგლისურ გრანდთან ერთად როსონერის გარდა რომასაც დაუკავშირეს, თუმცა როგორც ჩანს მილანს ერთი კონკურენტით ნაკლები ეყოლება.

TorinoGranata-ს ინფორმაციით, რომას რიგებში ჟოზე მოურინიოს მისვლის შემდეგ ჯალოროსის ინტერესმა ბელოტის მიმართ იკლო და დიდი ალბათობით პორტუგალიელი სპეციალისტი ფსონს სხვა ფორვარდზე გააკეთებს, არც ის არის გამორიცხული, რომ ედინ ჯეკო მგლების რიგებში დარჩეს.

გათიშვა