Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანს ბელოტის უფასოდ დამატება უნდა ?

უკვე რამდენიმე წელია ანდრეა ბელოტის სახელს მილანს ყოველი სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში უკავშირებენ და გამონაკლისი არც მიმდინარე ზაფხული გახდა, მაგრამ Tuttosport-ის ცნობით როსონერის სხვა გეგმები აქვს.

წყაროს ინფორმაციით, ჟორუს მილანში მისვლის შემდეგ ფაქტობრივად გამორიცხულია, რომ როსონერი ბელოტის დამატებას ამ ზაფხულში მოახერხებს, მაგრამ მალდინი ფეხბურთელის დავიწყებას არ აპირებს.

ბელოტის კონტრაქტი ტორინოსთან 2022 წლის ზაფხულში ეწურება და მას თებერვალში უკვე სხვა გუნდთან წინასწარი ხელშეკრულების შეთანხმება შეუძლია, მილანი კი იმედოვნებს, რომ ის მომდევნო სეზონში გუნდში ზლატან იბრაჰიმოვიჩს ჩაანაცვლებს, რომელიც დიდი ალბათობით კარიერას დაასრულებს.