Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანს ბენასერის კონტრაქტიდან გამოსასყიდი პუნქტის ამოღება სურს

მილანი ძალიან მალე ისამელ ბენასერის აგენტს შეხვდება და მხარეები კონტრაქტიდან გამოსასყიდი პუნქტის ამოღებაზე მოლაპარაკებებს გამართავენ.

გასულ სეზონში ტრავმების მიუხედავად, ბენასერმა თავისი შესანიშნავი მახასიათებლები კიდევ ერთხელ გამოავლინა და რა თქმა უნდა როსონერის მისი გასხვისება არ სურს.

ისმაელის კონტრაქტში მითითებული პუნქტის მიხედვით, ნებისმიერ დაინტერესებულ გუნდს მისი გამოსყიდვა 50 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუძლია, რომლის გადახდაც პანდემიის გამო შექმნილი კრიზისის ფონზე ყველას არ შეუძლია, მაგრამ პსჟ და მანჩესტერ სიტი, რომლებსაც ბენასერის სახელი არაერთხელ დაუკავშირეს, ამ პრობლემას ნამდვილად არ განიცდიან.

სწორედ ამ მიზეზით, Calciomercato-ს ცნობით, მალდინი-მასარას დუეტი ბენასერის აგენტს უახლოეს პერიოდში შეხვდებიან და არც ის არის გამორიცხული, რომ როსონერიმ მას ახალი, გაუმჯობესებული კონტრაქტი შესთავაზოს, გამოსასყიდი პუნქტის გარეშე…