Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანს ბენევენტოსთან მატჩში 2 უკანახაზელი დააკლდება

როსონერი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლას განაგრძობს და 2 მარცხის შემდეგ, წინ ბენევენტოსთან შეხვედრა ელოდება, რომელშიც აუცილებლად 3 ქულა სჭირდება.

MilanNews-ის ინფორმაციით, გუნდს დაცვის ხაზში შესაძლოა დიდი პრობლემები ჰქონდეს. წყაროს ცნობით, დავიდე კალაბრიას და სიმონ კიაერს გრიპის სიმპტომები აღენიშნებათ და მათ გუნდისგან განცალკევებით ივარჯიშეს.

წყაროს ინფორმაციით, ორივე მათგანზე სამედიცინო შტაბი გადაწყვეტილებას უახლოეს საათებში მიიღებს, თუმცა სავარაუდოდ სასტარტოში დიოგო დალოტს, ცენტრში კი ტომორი-რომანიოლის დუეტს ვიხილავთ.

გათიშვა