Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანს ბერარდის ტრანსფერში სერიოზული კონკურენტები ჰყავს

სასუოლოს მარჯვენა გარემარბის დომენიკო ბერარდის ინტერესზე მილანის მხრიდან არაერთხელ მოგახსენეთ, თუმცა როსონერის იტალიელი შემტევის დამატება მაღალი ფასის და კონკურენციის გამო გაუჭირდება.

SportItalia-ს ჟურნალისტის ალფრედო პედულას ცნობით, ნეროვერდის 26 წლის ფეხბურთელის თაობაზე ჩელსიმ, დორტმუნდმა და ვესტ ჰემმაც მიმართეს.

ბერარდიმ გასულ სეზონში სერია ა-ს 30 მატჩში 17 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა, რის შემდეგაც იტალიის გაჩემპიონებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა და მის მიმართ გაზრდილი ინტერესი გასაკვირი არ არის. სასუოლო ფეხბურთელის სანაცვლოდ 35-40 მილიონს ითხოვს…