Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანს ბობანისთვის სოლიდური თანხის გადახდა მოუწევს

იტალიური მედიის ინფორმაციით, მილანმა ზვონიმირ ბობანთან სასამართლო წააგო და მისთვის 5.3 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

მილანმა ბობანი მარტში მას შემდეგ დაითხოვა, რაც ხორვატსა და ივან გაზიდისს შორის კონფლიქტი მოხდა და ამის გამო როსონერის კომპენსაციის გადახდა მოუწევს.

როსონერი ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს, ამიტომ ჯერჯერობით ეს საგა დასრულებული არ არის.