Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანს ბრეშას დასარწმუნებლად 2 კვირა აქვს

იტალიური მედიის ინფორმაციით, მილანი სანდრო ტონალის პოტენციალში დარწმუნებულია და ფეხბურთელის გამოსყიდვას აუცილებლად აპირებს, მაგრამ არც თუ ისე წარმატებული სეზონის გამო მალდინის იმედი აქვს, რომ ბრეშას ახალგაზრდა იტალიელი ტალანტის გამოსასყიდ თანხას შეამცირებინებს.

ტონალის იჯარა 2 კვირაში მთავრდება და როსონერის მისი გამოსყიდვისთვის უკვე გადახდილ 10 მილიონზე კიდევ 15 მილიონის დამატება მოუწევს, რასაც შემდეგში სხვადასხვა მარტივი პუნქტების შესრულების შემთხვევაში კიდევ 10 მილიონი დაემატება.