Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანს დალოტი-დიასის შენარჩუნება სურს

იტალიური მედიის ინფორმაციით, მილანს დიოგო დალოტის და ბრაჰიმ დიასის შენარჩუნება სურს და მათ გუნდებთან მოლაპარაკებებს გეგმავს.

პორტუგალიელი მცველი და ესპანელი გამთამაშებელი მილანს სეზონის სტარტზე, იჯარის წესით შეუერთდნენ და როსონერის არც ერთ მათგანის გამოსყიდვის უფლება არ აქვთ.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, მილანს ფეხბურთელების იჯარის გახანგრძლივება სურს, თუმცა ამჯერად მათ კონტრაქტებში გამოსასყიდი თანხების ჩამატებაც უნდა.