Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანს დატვირთული კვირა ელოდება

MilanNews-ის ჟურნალისტის, ანტო ვიტელოს მტკიცებით, დიავოლო მომავალ კვირაში 3 ფეხბურთელის გაფორმებას შეეცდება.

პირველი მათგანი და მილანისთვის ჯერჯერობით პრიორიტეტული ზლატან იბრაჰიმოვიჩთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაა. უახლოეს დღეებში მილანის წარმომადგენლები ფეხბურთელის აგენტს, მინო რაიოლას შეხვდებიან და იმედი აქვთ, რომ შეთანხმებას მიაღწევენ.

სიაში მეორე მადრიდის რეალის პლეიმეიკერი, ბრაჰიმ დიასია. როსონერი მადრიდის რეალთან ფეხბურთელის თაობაზე მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს და გავრცელებული ინფორმაციით მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან. მილანი ახალგაზრდა ფეხბურთელს იჯარის წესით აიყვანს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, შეეძლება თუ არა მილანს მისი გამოსიყდვა.

მესამე კი ტიემუ ბაკაიოკოა, რომელიც მილანში დაბრუნებასთან ძალიან ახლოს არის. თითქმის ყველა გავლენიანი გამოცემა ავრცელებს ინფორმაციას, რომ ბაკაიოკო მილანს უახლოეს დღეებში ეწვევა, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და გუნდთან კონტრაქტს გააფორმებს. როსონერი ფეხბურთელს იჯარით აიყვანს და მისი გამოსყიდვა 30 მილიონ ევროდ შეეძლებათ.

მას შემდეგ, რაც მილანი იბრაჰიმოვიჩის კონტრაქტს მოაგვარებს, გუნდი სატრანსფერო ფანჯარას დაუბრუნდება და პრობლემური პოზიციების გაძლიერებას ეცდება.


Leave a Reply

Your email address will not be published.