Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანს და ინტერს ბრემერის ტრანსფერში კონკურენციას ნაპოლი გაუწევს

ბოლო კვირეების განმავლობაში მილანს და ინტერს ტორინოს ცენტრალური მცველი ბრემერი არაერთხელ დაუკავშირეს, თუმცა როგორც ჩანს მილანურ გრანდებს ნაპოლის სახით სერიოზული კონკურენტი ეყოლებათ.

მილანი ტრავმირებული სიმონ კიაერის შემცვლელის ძიებაშია, რომელიც მიმდინარე სეზონში თამაშს ვეღარ მოახერხებს, ინტერი კი სტეფან დე ვრეის წასვლისთვის ემზადება, რომელსაც გუნდთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება და მათი პრიორიტეტული სამიზნე სწორედ ტორინოს ბრაზილიელი უკანახაზელია.

Tuttomercato-ს ინფორმაციით, ნაპოლი თავის მხრივ კოსტას მანოლასის ოლიმპიაკოსში წასვლის შემდეგ დაცვის ცენტრალური ზონის გაძლიერებას აპირებს და ლუჩიანო სპალეტიმ არჩევანი ტორინოს 24 წლის უკანახაზელზე შეაჩერა.