Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანს და ინტერს გეგმები ჩაეშალათ…

მილანი და ინტერი ზაფხულში სასუოლოს უნიჭიერესი იტალიელი ფორვარდის ჯაკომო რასპადორის დამატებას გეგმავდნენ, თუმცა ნეროვერდის დირექტორმა ფეხბურთელის გუნდიდან წასვლა გამორიცხა.

„რასპადორის სატრანსფერო ღირებულება არ აქვს, რადგან ჩვენ მის გაყიდვას არც კი განვიხილავთ. სასუოლო ახალგაზრდა ფეხბურთელებზე დიდ იმედებს ამყარებს და რასპადორიმ იცის, რომ აქ მას თავისი პოტენციალის გამოვლენის შანსი ექნება.

„რასპადორი 100 პროცენტით გუნდში რჩება და ჩვენ მის სანაცვლოდ მიღებულ წინადადებებს არც კი განვიხილავთ.“

გათიშვა