მილანს და ინტერს კოუტინიოს გაფორმების შანსი გაუჩნდათ
გუშინ იტალიურ მედიაში ბარსელონას შემტევი ნახევარმცველი ფილიპე კოუტინიო როგორც ინტერს, ასევე მილანს დაუკავშირეს და რამდენიმე გავლენიანი წყაროს ინფორამციით, ბლაუგრანა ბრაზილიელი ფეხბურთელის იჯარით გაშვების წინააღმდეგი არ არის.
Calciomercato-ს ინფორმაციით, ბარსელონა მზად არის ფეხბურთელი იჯარით გაასხვისოს, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით, თუმცა დაინტერესებულმა მხარეს მისი ხელფასის გადახდა მოუწევს.
ინტერმა ცოტა ხნის წინ ჰაკან ჩალჰანოღლუ გაიფორმა და ჯერჯერობით მათთვის კოუტინიოს გუნდში დაბრუნება პრიორიტეტი არ არის, როსონერი კი სწორედ ჩალჰანოღლუს შემცვლელის ძიებაშია და 29 წლის ბრაზილიელი შემტევის დონის და გამოცდილების მქონე ფეხბურთელის დამატებაზე უარს ალბათ არ იტყვიან.
ყველაზე დიდი პრობლემა კოუტინიოს ხელფასია, რომელიც ბარსელონაში სეზონში 8.5 მილიონს იღებს, მაგრამ თუ მას რეგულარული სათამაშო დრო სურს, ამ თანხის მნიშვნელოვნად შემცირება მოუწევს.