Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანს და ინტერს მალე ახალი სახლი ექნებათ…

იტალიური მედიის ცნობით, გუშინ მილანის და ინტერის წარმომადგენლები ქალაქის მერს ჯუზეპე სალას შეხვდნენ და მხარეებს შორის პოზიტიური დიალოგი გაიმართა.

მილანური გრანდები ლეგენდარულ სტადიონზე 1926 წლიდან თამაშობენ და ამ სტადიონს არაერთი ლეგედნარული მომენტი ახსოვს, მაგრამ მხარეებს ახალი, თანამედროვე სტადიონის და მისი შემოგარენის აშენება სურთ, რომელციც გუნდების შემოსავლებს საგრძნობლად გაზრდის.

პროექტზე, რომლის საერთო ღირებულებაც 1.2 მილიარდი ევრო იქნება, მილანი და ინტერი უკვე რამდენიმე წელია მუშაობენ, თუმცა ბიუროკრატიული პროცედურების გამო შეთანხმება ვერ ხდებოდა.

Tuttomercato-ს ინფორმაციით, გუშინდელ შეხვედრაზე მილანის მერმა პროექტს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და როგორც ჩანს, სან სიროს დემონტაჟის უფლებას მილანი და ინტერი ძალიან მალე მიიღებენ…