Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანს და ინტერს მოცდა შემოდგომამდე მოუწევთ…

მილანი და ინტერი ახალი სტადიონის პროექტზე მუშაობას განაგრძობენ და შესაძლოა ქალაქის მერთან მოლაპარაკებებზე დახარჯული დრო წყალში ჩაეყაროთ.

მილანური გრანდები სან სიროს დემონტაჟის და მის ადგილზე თანამედროვე სტადიონის და მისი შემოგარენის აშენების ნებართვას უკვე რამდენიმე წელია ითხოვენ, თუმცა ბიუროკრატიული პროცედურების გამო მხარეები ქალაქის მერიიდან თანხმობის მიღებას ვერ ახერხებდნენ.

ბოლო პერიოდში გუნდებმა გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს, მაგრამ მათ წინაშე ახალი დაბრკოლება წარმოიქმნა, რომელმაც შესაძლოა მთელი შრომა წყალში ჩაყაროს.

შემოდგომას მილანში ქალაქის მერის არჩევნებია დაგეგმილი და იტალიური მედიის ინფორმაციით, თუ არჩევნებში ჯუზეპე სალა ვერ გაიმარჯვებს, როსონერის და ნერაძურის პროექტზე მუშაობა შესაძლოა ახლიდან მოუწიოთ…