Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანს და იუვენტუსს ზამთარში იკარდის გაფორმების შანსი ექნებათ

იტალიური მედიის ინფორმაციით, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში პსჟ იმ ფეხბურთელების შედარებით იაფად გაყიდვას გეგმავს, რომლებიც გუნდის პროექტში არ შედიან და ერთ-ერთი მათგანი არგენტინელი ფორვარდი მაურო იკარდი გახლავთ.

იკარდიმ მიმდინარე სეზონში მოედანზე ყველა ტურნირზე საერთო ჯამში 669 წუთი გაატარა და Calciomercato-ს ინფორმაციით, მას სერია ა-ში დაბრუნება სურს, სადაც კარიერის საუკეთესო პერიოდი აქვს გატარებული.

წყაროს ცნობით, იკარდის ტრანსფერით იუვენტუსი და მილანი ინტერესდებიან და მისი გაფორმება სავარაუდოდ 25-30 მილიონი ევროს სანაცვლოდ იქნება შესაძლებელი.