Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანს და იუვეს უმტიტის უფასოდ დამატება შეეძლებათ ?

ესპანური მედიის ინფორმაციით, ბარსელონა სამუელ უმტიტისთან კონტრაქტის გაწყვეტასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს და მან შესაძლოა გუნდი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს.

27 წლის ფრანგ ცენტრალურ მცველს ბლაუგრანასთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება, მაგრამ ის გუნდის გეგმებში აღარ შედის და მიმდინარე სეზონში მოედანზე არც ერთ მატჩში არ გამოჩენილა.

ბარსელონა უმტიტის გაყიდვას ზაფხულში ცდილობდა, მაგრამ მის სანაცვლოდ ფულის გადახდა არც ერთმა დაინტერესებულმა მხარემ არ მოისურვა და Dario Gol-ის ინფორმაციით, ბლაუგრანა მზად არის ფეხბურთელს კონტრაქტი გაუწყვიტოს და ის უფასოდ გაუშვას.

წყაროს ცნობით, უმტიტის გუნდიდან წასვლის შემთხვევაში მისი უფასოდ გაფორმებისთვის სხვა გუნდებთან ერთად მილანი და იუვენტუსი იბრძოლებენ.