Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანს და ტოტენჰემს შეთანხმებამდე 10 მილიონი აშორებთ

მილანი და ტოტენჰემი სერჟ აურიერის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებენ.მილანმა მარჯვენა მცველის სანაცვლოდ ინგლისელებს 15 მილიონი ევრო შესთავაზა,თუმცა ტოტენჰემს მინიმუმ 24 მილიონი სურს.

ჟოზე მოურინიო ფეხბურთელის გაყიდვის წინააღმდეგი არ არის,თუმცა გუნდი წაგებაში წასვლას არ აპირებს და ზუსტად იმ თანხის გამომუშავება სურს,რამდენიც აურიერის სანაცვლოდ 3 წლის წინ პსჟ-ს გადაუხადა.

დათმობაზე წასვლას თავის მხრივ არც მილანი არ აპირებს და თუ მხარეები შეთანხმებას ვერ მოახერხებენ,როსონერი პსვ ეინდჰოვენის მარჯვენა მცველის,დენზელ დუმფრის ტრანსფერზე გადაერთვება.

Leave a Reply

Your email address will not be published.