Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანს დერბისთვის რებიჩის, ზლატანის და რომანიოლის დაბრუნების იმედი აქვს

ზლატან იბრაჰიმოვიჩს გუშინ კორონა ვირუსზე კიდევ ერთი ტესტი ჩაუტარდა და სამწუხაროდ ლეგენდარული ფეხბურთელის პასუხი ვირუსზე კვლავ დადებითია, თუმცა მას დამახასიათებელი არანაირი სიმპტომი არ აღენიშნება და სამედიცინო შტაბი ვარაუდობს, რომ დერბისთვის ის მზად იქნება.

ანტე რებიჩი, რომელმაც კროტონესთან მატჩში იდაყვის ტრავმა მიიღო, ჯერჯერობით განცალკევებით ვარჯიშობს, თუმცა მოლოდინები აქაც ოპტიმისტურია. ხორვატი ფეხბურთელი კიდევ ერთ შემოწმებას მომავალ კვირაში გაივლის და ზუსტი ინფორმაცია სწორედ მაშინ გვეცოდინება.

მილანის კაპიტანი კი უკვე გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობს და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ის ძირითადში იქნება.