Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანს დიასის გამოსყიდვის შანსი უფრო შეუმცირდა…

ესპანური მედიის ინფორმაციით, ბრაჰიმ დიასის დარჩენა მილანში ფაქტობრივად გამორიცხულია.

21 წლის ფეხბურთელი როსონერის სეზონის სტარტზე მშრალი იჯარის წესით შეუერთდა და სავარაუდოდ ბლანკოსი ფეხბურთელის საბოლოო გაშვებას არ დათანხმდება და ზაფხულში მას დაიბრუნებს.

ესპანური გამოცემა Fichajes-ის ინფორმაციით, მადრიდის რეალი ლუკას ვასკესთან, რომელსაც კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება, ახალი ხელშეკრულების გაფორმებაზე ფეხბურთელის მოთხოვნილი მაღალი ხელფასის გამო ვერ ახერხებს.

წყაროს ცნობით, მადრიდელები ვასკესის შემცვლელის გაფორმებას არ აპირებენ და მის სანაცვლოდ შემადგენლობაში დიასის დაბრუნებას გეგმავენ.