Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანს დიასის გამოსყიდვის საშუალება არ ექნება…

მილანმა მადრიდის რეალთან ბრაჰიმ დიასის ტრანსფერის ყველა დეტალი შეათანხმა და როგორც ჩანს, როსონერის ფეხბურთელის გამოსყიდვის საშუალება არ ექნება.

იტალიურ მედიაში 1-წლიან იჯარაზე საუბრობდნენ, რის შემდეგაც მილანს დიასის გამოსყიდვა 23 მილიონად უნდა შესძლებოდა, მაგრამ Goal Espana-ს ჟურნალისტის მარტიო კორტეგანას ინფორმაციით, მხარეებმა სულ სხვა ფორმულა შეათანხმეს.

წყაროს ცნობით, 21 წლის ფეხბურთელი მილანს 2-წლიანი იჯარით შეუერთდება, თუმცა მადრიდის რეალი ფეხბურთელის კონტრაქტში მილანის სასარგებლოდ გამოსასყიდი პუნქტის ჩადებას არასოდეს აპირებდა, ამიტომ დიასი მომდევნო 2 სეზონს იტალიაში გაატარებს, რის შემდეგაც ბლანკოსის რიგებს დაუბრუნდება. სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, დიასი მომდევნო სეზონიდან 10-ნომრიანი მაისურით ითამაშებს, რომელიც ჩალჰანოღლუს წასვლის შემდეგ თავისუფალია.