Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანს დიასის შენარჩუნების შანსი გაუჩნდა

ესპანური გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, კარლო ანჩელოტი ბრაჰიმ დიასის მახასიათებლების დიდი თაყვანისმცემელია, თუმცა ის მომდევნო სეზონში იტალიელი სპეციალისტის გეგმებში არ შედის და როსონერის ესპანელი ფეხბურთელის შენარჩუნების კარგი შანსი აქვს.

მალდინის ფეხბურთელის იჯარის გახანგრძლივებასთან ერთად, მის კონტრაქტში გამოსასყიდი პუნქტის ჩამატება სურს, თუმცა სავარაუდოდ ბლანკოსი ფეხბურთელის მილანში დატოვებას მხოლოდ მშრალი იჯარით დათანხმდება.