Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანს დიოგო დალოტის გამოსყიდვა სურს

Tuttosport-ის ინფორმაციით, მილანი დიოგო დალოტის საბოლოოდ გამოსყიდვას გეგმავს და მზად არის, მანჩესტერთან მოლაპარაკებები წამოიწყოს.

დალოტის დებიუტი მილანში ჯერჯერობით არ შემდგარა, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით პიოლი 21 წლის ფეხბურთელის ვარჯიშზე ნაჩვენები თამაშით კმაყოფილია და გუნდის ხელმძღვანელობას მისი გამოსყიდვა სთხოვა.

მილანს დალოტის გამოსყიდვის უფლება კონტრაქტის მიხედვით არ აქვს, თუმცა დიავოლოს იმედი აქვს, რომ წითელ ეშმაკებს ფეხბურთელის გაყიდვაზე დაითანხმებს.

პორტუგალიელი ფეხბურთელი მანჩესტერს 2018 წელს, 22 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ინგლისელებმა მისი გაყიდვა ნაკლებ თანხად მოინდომონ.