Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანს დღეიდან ახალი დირექტორების საბჭო ეყოლება

იტალიური მედიის ინფორმაციით, მილანის ახალი მფლობელი ჯერი კარდინალე დღეს როსონერის დირექტორის ახალ ბორდს წარადგენს, რომელიც გუნდის ხელმძღვანელობას ჩაიბარებს.

MilanNews-ის ინფორმაციით, გუნდის პრეზიდენტის თანამდებობას შეინარჩუნებს პაოლო სკარონი, ასევე ბორდის წევრი იქნება გუნდის ყოფილი მფლობელი კომპანია Elliott Management-ის მფლობელის შვილი გორდონ სინგერი.

შეხვედრას დაესწრება ჯორჯო ფურლანიც, რომელიც დეკემბერში, როდესაც გუნდის გენერალურ დირექტორს ივან გაზიდისს გუნდთან კონტრაქტი ამოეწურება, მის ადგილს დაიკავებს.