Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანს ევროპა ლიგაზე კალაბრია დააკლდება

მილანის უკანახაზელი დავიდე კალაბრია ევროპა ლიგაზე ცვერნა ზვეზდას წინააღმდეგ დიდი ალბათობით ვერ ითამაშებს, თუმცა ის მილანური დერბისთვის დიდი ალბათობით მზად იქნება.

იტალიელმა ფეხბურთელმა სპეციასთან მატჩი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა, მაგრამ Tuttosport-ის ინფორმაციით, ფეხბურთელს გარკვეული ფიზიკური პრობლემებიც აწუხებს.

შეგახსენებთ, მილანი ცვერნა ზვეზდას 18 თებერვალს, სერბეთში დაუპირისპირდება.