Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანს ვლაშიჩის გაფორმების შანსი გაუჩნდა

მილანი სატრანსფერო მარკეტზე აქტიურობას განაგრძობს და ოლივიე ჟირუს შემდეგ, როსონერი ტურე-დიასის ტრანსერს უახლოეს საათებში დაადასტურებს, თუმცა ჰაკან ჩალჰანოღლუს შემცვლელი ჯერჯერობით ნაპოვნი არ არის.

მალდინი-მასარა ბოლო კვირეებში არაერთ ვარიანტს განიხილავდნენ და მოსკოვის ცსკას ხორვატი ფეხბურთელი ნიკოლა ვლაშიჩი ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილი კანდიდატი გახლავთ.

თავიდან რუსები 23 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 35 მილიონს ითხოვდნენ და მის იჯარით გაშვებას არ აპირებდნენ, თუმცა Tuttomercato-ს ინფორამციით, სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა.

წყაროს ცნობით, რუსები მზად არიან ფეხბურთელი დაახლოებით 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაასხვისონ და რაც მილანისთვის უფრო მნიშვნელოვანია, მისი იჯარით გაშების წინააღმდეგები აღარ არიან, თუ ხელშეკრულებაში გამოსყიდვის ვალდებულების პუნქტი ჩაიდება.

წყაროს ცნობით, ცსკას აზრის შეცვლა ფეხბურთელის მილანში ტრანსფერის სურვილამ გამოიწვია, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, დათანხმდება თუ არა როსონერი ტრანსფერის ასეთ ფორმულას…