Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანს ზალცბურგის და ბარსელონას ახალგაზრდა ფეხბურთელები სურს

იტალიური და ესპანური მედიის ინფორმაციით, მილანი ლუკა სუსიჩის და ბარსელონას ემერსონით ინტერესდება და მათ გაფორმებას იანვარში შეეცდება.

მილანს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისთვის საკმარისი თანხა მოუგროვდა და მალდინიმ და პიოლიმ არაერთხელ აღნიშნეს, რომ თუ მათ გუნდის გაძლიერების საშუალება ექნებათ, აუცილებლად გამოიყენებენ.

Calciomercato-ს ინფორმაციით, იანვარში მილანის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ზალცბურგის 18 წლის ტალანტი, ლუკა სუსიჩია, რომელსაც ლაციოს სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩს ხშირად ადარებენ.

„ის შემტევი ნახევარმცველია, რომელსაც ძალიან დიდი ტალანტი და პერსპექტივა აქვს, მას სერია ა-ში დიდი სიამოვნებით ვიხილავდი.“ თქვა კრისტიან არგურიომ, იუვენტუსის და ლაციოს ყოფილმა სკაუტმა.

მეორე სამიზნე კი ბარსელონას მარჯვენა უკანახაზელი ემერსონია, რომელიც ამჟამად იჯარის წესით ბეტისში თამაშობს.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, როსონერი 21 წლის ფეხბურთელის სიტუაციას ყურადღებით აკვირდება და იანვარში ბარსელონასთან მოლაპარაკებებსაც წამოიწყებს.