Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანს ზაფხულში პრიორიტეტული სამიზნე უკვე შერჩეული ჰყავს

იტალიური წყაროების ინფორმაციით, მილანი ზამთარში ფორვარდის გაფორმებაზე აღარ იმუშავებს და აქცენტს სიმონ კიაერის შემცვლელის ტრანსფერზე გააკეთებს, ზაფხულში კი როსონერის მთავარი საზრუნავი სწორედ ცენტრ-ფორვარდის დამატება იქნება.

Tuttosport-ის ინფორამციით, მილანის პრიორიტეტული სამიზნე ზაფხულში ლევერკუზენის ჩეხი ფორვარდი პატრიკ შიქი იქნება.

25 წლის ფეხბურთელი, რომელსაც სერია ა-ში თამაშის გამოცდილება უკვე აქვს, მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 18 მატჩში 16 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

წყაროს ცნობით, ფეხბურთელის ფასიდან გამომდინარე, რაც დაახლოებით 35-40 მილიონი გახლავთ, როსონერი პარალელურად ალტერნატიულ ვარიანტებს სწავლობს და თუ გერმანელებთან შიკის თაობაზე შეთანხმება ვერ მოხერხდება, მილანი უდინეზეს 23 წლის ფორვარდის ბეტოს გაფორმებას ეცდება, რომელმაც მიმდინარე სეზონში სერია ა-ში ჩატარებულ 16 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა.