Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანს ზლატანი უბრუნდება

იტალიური მედიის ინფორამციით, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ტრავმა მოიშუშა და მან დღეს გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა.

MilanNews-ის ცნობით, 39 წლის ფეხბურთელი მომდევნო ტურში ბენევენტოს წინააღმდეგ მატჩში თამაშს მოახერხებს, რაც როსონერისთვის, რომელსაც იბრას გარეშე გოლების გატანა საგრძნობლად ურთულდება, ძალიან კარგი ამბავია.

2021 წელს მილანმა იბრასთან ერთად 8 მატჩი ჩაატარა, რომელთაგან 5 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და 2 წააგო. როსონერიმ 8 შეხვედრაში 15 გოლი გაიტანა და საშუალოდ მატჩში 1.9 ქულას აგროვებდა.

იბრას გარეშე კი მილანმა 2021 წელს 6 თამაში ჩაატარა, რომელთაგან მხოლოდ 2-ში გაიმარჯვა, 1 ფრედ დაასრულა და 3-ჯერ დამარცხდა. მათ საშუალოდ 1.2 ქულა ჰქონდათ და 6 შეხვედრაში მხოლოდ 6 გოლის გატანა მოახერხეს.