Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანს იანვარში მინიმუმ 3 ფეხბურთელი დატოვებს

MilanNews-ის ინფორმაციით, იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მილანს მინიმუმ 3 ფეხბურთელი დატოვებს.

მას შემდეგ, რაც პიოლიმ მატეო მუსაკოს და ლეო დუარტეს პიერ კალულუი ამჯობინა ყველასთვის ნათელი გახდა, რომ ორივე სამხრეთ ამერიკელის დრო როსონერიში დათვლილი და დიდი ალბათობით ისინი გუნდს იანვარში დაემშვიდობებიან.

მილანში დარჩენა არც თავად პიერ კალულუს უწერია, თუმცა თანაგუნდელებისგან განსხვავებით ის სავარაუდოდ გუნდს იჯარის წესით, სეზონის ბოლომდე დატოვებს, რომ უფრო მეტი სათამაშო პრაქტიკა მიიღოს.

ასევე არ არის გამორიცხული, რომ მილანმა იჯარით ლორენცო კოლომბო გაუშვას, რომელიც ჯერჯერობით როსონერის შემადგენლობაში სათამაშოდ მზად არ აღმოჩნდა.