Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანს იანვარში 2 ფეხბურთელი დატოვებს

იტალიური მედიის ინფორმაციით, მილანს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ანდრეა კონტი და სამუ კასტილეხო დატოვებენ.

არც ერთ მათგანს მიმდინარე სეზონში მილანის მაისურით თამაშის საშუალება არ მისცემიათ და უკვე გადაწყვეტილია, რომ როსონერის რიგებს ორივე დატოვებს.

Calciomercato-ს ცნობით, ანდრეა კონტის გაფორმების სურვილი არც ერთ გუნდს არ გამოუთქვამს, ამიტომ ის დიდი ალბათობით მილანს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს, კასტილეხოს სანაცვლოდ კი მილანს 5-6 მილიონის გამომუშავების იმედი აქვს.