Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანს ილიჩიჩი შესთავაზეს…

იტალიური წყაროების ინფორმაციით, ილიჩიჩმა ახალი გუნდის ძიება უკვე დაიწყო და ფეხბურთელის აგენტებმა მისი სამსახური მილანს შესთავაზეს.

33 წლის ფეხბურთელის კონტრაქტი ატალანტასთან 2022 წლის ზაფხულში იწურება და ბერგამოელთა გენერალურმა დირექტორმა დაადასტურა, რომ სავარაუდოდ ფეხბურთელი გუნდს მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დატოვებს.

მილანი შემტევი ნახევარმცველის ძიებას განაგრძობს და ილიჩიჩი მათ სატრანსფერო სიაში უკვე დიდი ხანია იმყოფება, თუმცა Calciomercato-ს ცნობით, ამ მომენტში სლოვენიელი ფეხბურთელი როსონერის პრიორიტეტული სამიზნე არ არის და მის გაფორმებას სატრანსფერო ფანჯრის ბოლოს განიხილავს.