Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანს ინსინიეს გაფორმების შანსი გაუჩნდა…

იტალიური მედიის ინფორამციით, ნაპოლის კაპიტანმა პარტენოპეისთან კონტრაქტზე მიმდიანრე მოლაპარაკებები შეაჩერა და სეზონის ბოლოს მისი გუნდიდან წასვლა საკმაოდ რეალური ხდება.

29 წლის იტალიელ შემტევს პარტენოპეისთან მიმდინარე ხელშეკრულება 2022 წლის ივნისში ეწურება და ნაპოლიმ ახალი ხელშერულება ფეხბურთელს უკვე შესთავზა, რომლითაც ინსინიე უკმაყოფილო დარჩა.

Calciomercato-ს მტკიცებით, მხარეები ვერც ხელფასზე თანხმდებიან და ამის გარდა, ინსინიეს ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურს, ამიტომ სეზონის ბოლოს დაელოდება და გადაწყვეტილებას გუნდის შედეგების მიხედვით მიიღებს.

ბოლო პერიოდში ინსინიეს მიმართ ინტერესს მილანი იჩენს და თუ როსონერიმ ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა, ნაპოლი კი ოთხეულს მიღმა დარჩა, ინსინიეს მილანში ხილვა გამორიცხული ნამდვილად არ იქნება.