Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანს იოვიჩის გაფორმების შანსი გაუჩნდა

ბოლო წლების განმავლობაში მადრიდის რეალის შემტევი ლუკა იოვიჩი მილანს არაერთხელ დაუკავშირეს და გამონაკლისი არც მიმდინარე სატრანსფერო პერიოდი იქნება.

ესპანური გამოცემა BernabeuDigital-ის ინფორმაციით, წარუმატებელი სეზონების შემდეგ რეალმა ლუკა იოვიჩის გუნდიდან გაშვება საბოლოოდ გადაწყვიტა და მისი პოტენციური მსურველების ძიება უკვე დაიწყო.

წყაროს ცნობით, 23 წლის ფეხბურთელს ამ ეტაპისთვის არც თუ ისე ბევრი მსურველი ჰყავს. მილანის გარდა, იოვიჩის გაფორმების სურვილი მის ყოფილ გუნდს აინტრახტს აქვს, საიდანაც რეალმა ფეხბურთელი 2019 წელს გაიფორმა და სადაც ის გასულ სეზონში იჯარის წესით ასპარეზობდა.

წყაროს ინფორმაციით, აინტრახტი რეალს პირდაპირი ინვესტიციის სახით 20 მილიონს სთავაზობს, მილანს კი ფეხბურთელის იჯარით დამატება სურს, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით, ბლანკოსს კი თანხის მიღება ახლავე უდნა და ამ ეტაპზე ფავორიტად გერმაენლები მოიაზრებიან.